დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღე

17 ნოემბერი 2023, 10:18 670 ნახვა

დღეს დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით დღენაკლ  ახალშობილად ითვლება ის ბავშვი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირის ვადამდე იბადება.  ეს  დღე  პირველად 2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ აღინიშნა.

თარიღთან დაკავშირებულ აქტივობებში 200-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და 60-ზე მეტი ქვეყანა გეგმავს სპეციალურ ღონისძიებებს, რათა გაზარდონ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ამ საკითხზე. 

ღონისძიებებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროც შეუერთდა.

ვიდეო-მასალა უწყებამ გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი