საქართველოს ნაკრებმა შინ შოტლანდიასთან ფრედ ითამაშა

16 ნოემბერი 2023, 23:04 587 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლოსწინა შეხვედრა შინ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ანგარიში მე-15 წუთზე კაკაბაძის გადაცემის შემდეგ ვარდნაში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. საქართველოს ნაკრებმა პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მაკტომინეიმ წონასწორობა აღადგინა.

57-ე წუთზე კი ჩაკვეტაძის კარგი გადაცემის შემდეგ კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ძლიერი დარტყმით შოტლანდიელთა კარი მეორედ აიღო.

შეხვედრის კომპენსირებულ დროში 93-ე წუთზე კი შანკლანდმა საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

7 ჩატარებული მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს 8 ქულა აქვს და ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ამ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო დაპირისპირებაში კი საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან ითამაშებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში