ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მდებარე ხიდი, 2 წლიანი სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, ამ დრომდე დაუსრულებელია. ჭოროხზე მდებარე რკინის ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოების ბოლო ვადა 1 ივლისია. მოასწრებს თუ არა მშენებელი კომპანია რამდენჯერმე დარღვეული ვადის დაცვას ამჯერად და აქვს თუ არა ალტერნატივა გონიოს ხიდს, ირინე წუწუნავა არკვევდა.