ვენეციის კომისია შეხვედრებს განაგრძობს. დელეგაცია ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა - ისინი უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სადაც სასამართლო და საარჩევნო სისტემაზე, ასევე დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრეს.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავენ ოპოზიციასთან და "ქართულ ოცნებასთან".
მთავარი რაზეც კომისია ამახვილებს ყურადღებას არის, სასამართლო სისტემა და საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დაკომპლექტების საკითხი.