კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ კი - 29% - IRI

16 ნოემბერი 2023, 10:17 545 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა  საზოგადოებრივი აზრის კვლევაში გამოკითხულ ინტერვიუერებს კითხვა დაუსვა პოლიტიკოსებთან დაკავშირებით და სთხოვა პოლიტიკური სპექტრის ქმედებების შეფასება. შეკითხვაზე, რას იტყოდით, პოლიტიკოსებს ქვეყანა კონსენსუსისკენ მიჰყავთ თუ უფრო მეტი პოლარიზაციისკენ, გამოკითხულთა 33% ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები კონსენსუსის მისაღწევად მუშაობენ, 51% ფიქრობს, რომ პოლარიზაციისკენ მიჰყავთ პოლიტიკოსებს ქვეყანა, 16%-ს პასუხი არ აქვს ან არ პასუხობს შეკითხვას.

ამასთან, კვლევაში კითხვა დაისვა დემოკრატიულ მმართველობასთან დაკავშირებითაც. კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ დემოკრატია ჩვენი ქვეყნის მმართველობის საუკეთესო ფორმაა, პოზიტიური პასუხი აქვს გამოკითხულთა 74%-ს.

კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” 29% - „ქართულ ოცნებას”.  18% - “გირჩსა და დროას”, 16% - “გირჩს”, 13% - “ევროპულ საქართველოს”.

რაც შეეხება მხარდაჭერას, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას," ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს. კვლევა  ერთი თვის განმავლოაბში ჩატარდა,  ცდომილების ზღვარი  +/- 2.5 %-ია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი