ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინაღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა

15 ნოემბერი 2023, 22:02 467 ნახვა

ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინაღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას  ევროკავშირის საგარეო სამსახური ავრცელებს.

ახალი პაკეტი 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის სანქცირებას ითვალისწინებს.

წინადადება ასევე შეიცავს იმპორტისა და ექსპორტის ახალი აკრძალვების მიღებას, ასევე ქმედებებს ნავთობის ფასის ლიმიტის გამკაცრების მიზნით.

სანქციების პაკეტები ევროკავშირის სტრატეგიის ნაწილია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომზე პასუხის გასაცემად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი