უცხოური მედიის ცნობით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა

15 ნოემბერი 2023, 18:51 449 ნახვა

საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის დაკავების ორდერი გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დაკავების ორდერი ასევე გაცემულია ბაშარ ასადის ძმის, მაჰერ ასადის და კიდევ ორი მაღალჩინოსნის მიმართ. როგორც „როიტერი“ წერს, მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები სირიის ქალაქებში, დუმასა და გუთაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო.

ეს სირიის პრეზიდენტის მიმართ გაცემული დაკავების პირველი საერთაშორისო ორდერია.

ბაშარ ასადის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები 2011 წელს დაიწყო. სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს, თუმცა გაერო-სა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ერთობლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სირიის მთავრობამ 2017 წელს გამოიყენა ზარინი, ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ქლორინი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი