ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისშია. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პია კაუმას და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი იყო იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონში დგას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეუთოს წარმომადგენლები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან.
ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეის წარმომადგენელს დღეს ასევე დაგეგმილი აქვს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენელთან შეხვედრა.