დედაქალაქში მთავარი ახალი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება - კახა კალაძე

15 ნოემბერი 2023, 11:31 547 ნახვა

ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება დედაქალაქი 2024 წელს, რომელიც 15 დეკემბერს აინთება და ამით ოფიციალურად დაიწყება საახალწლო დღეები ჩვენს ქალაქში,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მეგობრებო, როგორც იცით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს საახალწლოდ.

შეამჩნევდით ალბათ, რომ დაწყებულია საახალწლო სამზადისი, ირთვება თბილისის ქუჩები ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება.

რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი- რუსთაველი დეკემბრის თვის დასაწყისში მოირთვება ახალი ილუმინაციებით და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება იქაურობას.

ასევე, ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება დედაქალაქი 2024 წელს, რომელიც 15 დეკემბერს აინთება და ამით ოფიციალურად დაიწყება საახალწლო დღეები ჩვენს ქალაქში"- განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში