ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი“

14 ნოემბერი 2023, 14:11 689 ნახვა

ანიმაციური ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი “თოფუზი“ დაიწყო. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი ანიმაციაა წარმოდგენილი.

ფილმები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, მათ შორისაა საბავშვო, მოზარდთა, ექსპერიმენტული, სადებიუტო და ბავშვების მიერ გადაღებული ფილმები, რომელთაც საერთაშორისო და ბავშვებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს. პარალელურად დაგეგმილია ვორქშოპები და ვი-არ პროგრამა - თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

თოფუზი ბათუმის გარდა მაღალმთიან აჭარაშიც მართავს ჩვენებებს. ფესტივალი მეორე დღეა მიმდინარეობს, თუმცა ოფიციალური გახსნა ხვალ იგეგმება. ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრში ქართველი რეჟისორის დავით სიხარულიძის ფილმის “ჩაკრულოს“ პრემიერა გაიმართება.     

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი