საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი

13 ნოემბერი 2023, 14:04 358 ნახვა

2024 წლის არჩევნებისთვის საქართველოში ბარიერი არ დაიწევა. ,,ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს  საკითხი დახურულია და არჩევნები 5 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.     

არადა, სახელისუფლებო პარტია   ერთი წლის წინ აცხადებდა, რომ  თუ  კი ქვეყანა სტატუსს მიიღებდა ბარიერი დაიწეოდა,   ახლა  კი  ამბობენ,  რომ ეს პირობა გასული წლის იმ პერიოდს ეხებოდა როდესაც ქვეყანა ევროკომისიის გადაწყვეტილებას  ელოდებოდა. ოპოზიციაში აცხადებენ რომ  ,,ქართული ოცნება“  ბარიერის შესახებ გადაწყვეტილებას პირველად არ ცვლის და  პირობა  უკან აქამდეც რამდენჯერმე წაიღო. მიაჩნიათ, რომ მთავრობას არ სურს  მრავალპარტიული  პარლამენტი.   

ევროკომისიის რეკომენდაციებში  კი საარჩევნო რეფორმა კიდევ ერთხელ მოხდა, ევროკომისია აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმა და უზრუნველყოს ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობა თუმცა დაზუსტებული არ არის რას გულისხმობს ევროკომისია ამ ჩანაწერში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში