საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა განიხილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან აუდიენციის დროს.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებზე.
ისაუბრეს ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზეც.