საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი

13 ნოემბერი 2023, 12:05 601 ნახვა

2024 წლის არჩევნებისთვის საქართველოში ბარიერი არ დაიწევა. ''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, რომ ეს საკითხი დახურულია და არჩევნები 5 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება.     

''ქართული ოცნება'' ერთი წლის წინ აცხადებდა, რომ  თუკი ქვეყანა სტატუსს მიიღებდა ბარიერი  დაიწევდა, მაგრამ  ახლა  მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს პირობა გასული წლის იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის გადაწყვეტილებას  ელოდებოდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ბარიერის შესახებ გადაწყვეტილებას პირველად არ ცვლის და  პირობა  უკან აქამდეც რამდენჯერმე წაიღო.

აცხადებენ, რომ მთავრობას არ სურს  მრავალპარტიული  პარლამენტი. ევროკომისიის რეკომენდაციებში კი საარჩევნო რეფორმა კიდევ ერთხელ მოხდა.

ევროკომისია აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა დაასრულოს საარჩევნო რეფორმა და უზრუნველყოს ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობა, თუმცა დაზუსტებული არ არის რას გულისხმობს ევროკომისია ამ ჩანაწერში.  

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი