სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 6 ნოემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დღეს დილით, გინტური სოფელ კირბალიდან გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალქო პანაშვიდი გაიმართა.
უკანასაკნელ გზაზე თამაზ გინტური ნათესავებმა მეგობრებმა, მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა გააცილეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
6 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.