ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია „ტურისტერი“ დასრულდა. ღონისძიებას 400-მდე დაინტერესებული პირი დაესწრო მათ შორის იყვნენ ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიის მოთამაშეები, ასევე მსოფლიო ტურიზმის ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები.
მომხსენებლებმა ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და სიახლეებზე ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.