ბათუმის სანდასუფთავების სამსახურმა სპეცტექნიკა განაახლა. არსებულ სპეცტექნიკას დაემატა 7 ერთეული ნაგავმზიდი და თოვლსაწმენდი მანქანა, რომელთა ღირებულება 2 მილიონ 200 ათას ლარს აღემატება.
ასევე განახლდა მეეზოვეებისა და სხვა პერსონალის სპეცტანსაცმელი, ინვენტარი და ტექნიკა. შეძენილია 2 000-მდე სანაგვე ურნა.
გარდა ამისა, შპს „სანდასუფთავებამ“ განახორციელა სეპარირებულად შეგროვებული 12 ტონა პლასტმასის ბოთლისა და 236 ტონა მუყაოს რეალიზაცია.