საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის სახელით, „მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელსა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.