მინდა, მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმა რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოსადმი, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა მივესალმო ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდოდა ოფიციალურად მიმელოცა ქართველი კოლეგისთვის, მას შემდეგ რაც ევროპული საბჭო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ვუსურვებთ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე. სამწუხაროდ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მსოფლიოში არის მრავალი კონფლიქტი და ჩვენი საერთო ამოცანაა, გავაგრძელოთ მუშაობა ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.