„მშვიდობის ფორუმი პარიზში“ 

10 ნოემბერი 2023, 14:44 431 ნახვა

ერთად ერთ ფორუმზე.  დღეს და ხვალ პარიზში „მშვიდობის ფორუმი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი მონაწილეობენ. ეს არის ღონისძიება, რომელიც  ყოველ წელს თავს უყრის მსოფლიო მმართველობის ყველა სუბიექტს,  მათ შორის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებასა და მშვიდობის უზრუნველყოფას დაეთმობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპაში ამჯერადაც, მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა, რასაც ისევ  კრიტიკა მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობაში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში