პატრიარქის განცხადება

10 ნოემბერი 2023, 14:44 473 ნახვა

იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაშია ნათქვამი.

ილია II ეხმაურება ევროკომისიის დადებთ შეფასებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ყველას ულოცავს წარმატებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არის  ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი.

ასევე განმარტებულია, რომ საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შენარჩუნება ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი