ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობის 1135 დღე - პრესკონფერენცია

10 ნოემბერი 2023, 14:19 643 ნახვა

სამი წელია აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა  ბებუას გასათავისუფლებლად არაეფექტიანი და არასაკმარისია, აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამასთან ამ დროისთვის ირაკლი ბებუას სრულად აქვს მოხდილი უკანონო სასჯელის სამი წელი და 40 დღე.

გაგახსენებთ 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვისთვის დააკავეს.

აღნიშნული ქმედებისთვის  მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა ხელყუმბარისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ქონის გამო დაუმძიმეს და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში