ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოისმენენ.
უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს გასული წლის პროექტებსა და რეფორმებზე. ამის გარდა კოკა კაციტაძე შეაჯამებს მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობასა და ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში ასახული რეკომენდაციებისა და შიდა სახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასაც.