როდის გაათავისუფლებენ ლევან დოთიაშვილს

09 ნოემბერი 2023, 20:22 591 ნახვა

დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სეპარატისტები, გატაცებულ ლევან დოთიაშვილს ქართულ მხარეს დღეს გადასცემენ. ე.წ. უწყების პრესსამსახური წერს, რომ დოთიაშვილმა და "მისმა თანამებრძოლმა" "სახელმწიფო საზღვარი განზრახ დაარღვიეს". აქვე, ისინი წერენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, რაც "საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას". მათივე თქმით, "სწორედ გინტური მოითხოვდა ლომისის ტაძრის მონახულებას".  აგვისტოს ომის მონაწილის სავარაუდო მკვლელების ვინაობას ასახელებს გივი გინტური. თამაზ გინტურის ძმა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ორ გვარს, ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი