ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე

09 ნოემბერი 2023, 14:08 618 ნახვა

გივი გინტური აგვისტოს ომის მონაწილის სავარაუდო მკვლელების ვინაობას ასახელებს.  თამაზ გინტურის ძმა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ორ გვარს, ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

მოკლულის ოჯახის წევრი ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის განცხადებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ედუარდ კოკოითი ცდილობს, დამნაშავეები დაიცვას.

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი  რუსი ოკუპანტების მიერ კირბალში ჯგუფურად მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის მიერ მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობის გავრცელებას აპროტესტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი