ევროკომისიის გადაწყვეტილება - ევროპელი ლიდერების გამოხმაურებები

09 ნოემბერი 2023, 14:15 678 ნახვა

„ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ევროპული საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არის ამ ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოს აღიარება, ისევე როგორც საქართველოს ერთგულებისა საერთო ღირებულებებისადმი“, – წერს ხავიერ კოლომინა.  

განცხადებები სოციალურ ქსელში გაავრცელეს რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირლანდიისა და გერმანიის ევროპის მინისტრებმა, რუმინეთის პრეზიდენტმა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის საერთო ხედვაზე მშვიდობიანი მომავლის შესახებ.

ბრიუსელის შუალედურ დასკვნაზე დაკავშირებით წერს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრიც. „მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმ პირობით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯი„ - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.

ბრიუსელის რეკომენდაციაზე წერს ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც. გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანს უწოდებს გერმანიის სახელმწიფო მინისტრიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში