უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 78 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

09 ნოემბერი 2023, 09:42 374 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 78 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინსი გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამში მტერმა 2 სარაკეტო და 48 საჰაერო დარტყმა განახორციელა, განხორციელდა 79 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

"პასუხისმგებლობის ზონაში სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სასაზღვრო რაიონებში, აწარმოებს აქტიურ დივერსიულ აქტივობებს, რათა თავიდან აიცილოს ჩვენი ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე"-განმარტავენ  გენშტაბში.

ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში და 3 დარტყმა განახორციელეს მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში