ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი ახლა უკვე დოკუმენტურად ადასტურებს, რომ საქართველო მომავალში ევროკავშირის წევრი გახდება - ნიკოლოზ სამხარაძე

08 ნოემბერი 2023, 17:00 400 ნახვა

ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია შეაფასა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა, მათ, ვინც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობდა.

"მინდა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს გადაწყვეტილება და ასევე მინდა თითოეულ იმ საჯარო მოხელეს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ევროპული რეკომენდაციების განხორციელებაში, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. ასევე ყველას, ვინც მთავრობიდან, პარლამენტიდან, დიპლომატიური სამსახურიდან იყო ჩართული ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება.

დღევანდელი დღით პროცესი არ მთავრდება. პირიქით, ეს პროცესი დღევანდელი პროცესი იწყება. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი ადასტურებს ახლა უკვე დოკუმენტურად, რომ საქართველო მომავალში გახდება ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა სამხარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში