ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას, მოვუწოდებთ მეორე მხარეს გაათავისუფლონ გატაცებული მოქალაქე - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

07 ნოემბერი 2023, 10:01 452 ნახვა

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გამოეხმაურა.

„დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას. ასევე მოვუწოდებთ მეორე მხარეს გაათავისუფლონ გატაცებული მოქალაქე“, - ნათქვამია ბურიჩის მიერ სოციალური ქსელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი