ნატალია ძიძიგური: პირადი და პოლიტიკური შანტაჟი გახარიას პარტიისგან

06 ნოემბერი 2023, 14:04 602 ნახვა

გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხული ნატალია ძიძიგური მუქარაზე ალაპარაკდა. უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში აცხადებს, რომ მას ემუქრებოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, არამედ იყო შანტაჟის მცდელობები  პირადი ცხოვრების დეტალებზეც. ამ ყველაფერში კი მისსავე კოლეგებს ადანაშაულებს, მაგალითად აკაკი გვიანიძეს, რომელიც საკრებულოს წევრია. 

ახსენებს ბერდია სიჭინავასა  და შალვა კერესელიძესაც. მისი განმარტებით, მას აიძულებდნენ ფრაქციაში გაწევრიანებას,  რომელშიც იქნებოდა ,,ლელოს“  წევრიც და რომელიც საკრებულოში კრიზისს გააღრმავებდა, ეს კი როგორც ქალი დეპუტატი აცხადებს მისთვის მიუღებელი იყო.   

ნატალია ძიძიგურის ეს ბრალდება აკვირვებთ პარტია საქართველოსთვის ლიდერებს. მაგალითად, ბექა ლილუაშვილი ინტერესდება ახლა რატომ საუბრობს ამ ყველაფერზე ნატალია ძიძიგური. იგი ამ პროცესებში სუს-ისა და ''ქართული ოცნების'' ხელწერას ხედავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი