ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
არსებული ინფორმაციით, გოგო 13 წლისაა. მომხდართან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.