ბათუმს კიდევ ერთი ახალი ბაღი შეემატება. სკოლამდელი დაწესებულება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე აშენდება.
მერიის ინფორმაციით არსებულ შენობას, რომელიც ავარიული იყო, დემონტაჟი უტარდება. თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი, ადაპტირებული საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელს მიიღებს.
გარდა ამისა, ბათუმის მერის, თქმით, წელს, 16 ბაღს უტარდება რეაბილიტაცია, აქედან სამუშაოები უკვე დასრულდა 4 მისამართზე, 12 ბაღში კი, ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება.