ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრში, გადაუდებელი სერვისების ნაწილი, 5 წლამდე ბავშვებისთვისაც ფასიანი გახდა. რაც მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ცვლილებას, კლინიკაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული კორექტივებით ასაბუთებენ. ჯანდაცვის სამინისტროში კი, აღნიშნულ ცვლილებებზე კლინიკის მხრიდან არასწორ დამოკიდებულებას უსვამენ ხაზს.