საბერძნეთში ორი ქართველი მეზღვაური დაიღუპა

04 ნოემბერი 2023, 17:26 1206 ნახვა

ორი ქართველი მეზღვაურის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადასტურებს. მათი განცხადებით, ერთ-ერთი მეზღვაური იგუმენიცას ნავსადგურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გარდაიცვალა.

რაც შეეხება მეორე მეზღვაურს, სააგენტოს ცნობით, ის 26 ოქტომბერს ამავე გემზე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა - ის საქართველოში 2 ნოემბერს გადმოასვენეს.

საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში ამბობენ, რომ შემთხვევებთან დაკავშირებით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ათენში საქართველოს კონსულთან, გელა ჯაფარიძესთან ერთად მუშაობს. მათივე განცხადებით, ვითარების ადგილზე გასაცნობად და უშუალოდ დასაკვირვებლად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები საბერძნეთში გაემგზავრნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი