გაქცეული პატიმრების საქმე 

04 ნოემბერი 2023, 14:09 580 ნახვა

საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს, რომელსაც 1 ნოემბერს კლინიკა "ავერსში" მიყვანილი 3 პატიმარი გაექცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ პროკურატურის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, რომ საბადრაგო სამსახურის უფროსი უწყებაში 14 წელი მუშაობდა, აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ მიმალულა. კიდევ ერთ არგუმენტად თქვა, რომ ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და ითხოვდა 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას, საპასუხოდ, პროკურორმა აღნიშნა, რომ საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელს უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები, რის გამოც ითხოვდა უმკაცრეს სასჯელს.

"ავერსის" კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი