საქართველოს პარალმენტის დეპუტატებისთვის შესაძლო ხელფასების ზრდას ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, ''ქართული ოცნება'' ოპოზიციასთან ერთად ცდილობს ხელფასების გაზრდას, რაც მისი განცხადებით არის მკრეხელობა მაშინ, როდესაც საქართველოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა.