თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ -  მეუფე ანტონი

02 ნოემბერი 2023, 12:33 621 ნახვა

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის განცხადებით, თუ სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქი ილია მეორე მისი გადადგომის საკითხს დააყენებს, მღვდელმთავრები წინააღმდეგობას გაუწევენ.

როგორც მეუფე ანტონმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აქ არის ერთიანობა.

„აქ არის ერთიანობა. არამც და არც, არ დადგება ეს საკითხი! პატრიარქმა გადადგომის საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. გადადგომის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე ანტონმა.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა.

მისი განცხადებით, არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება.

“არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის? ღმერთი წყვეტს ზემოდან", - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებენ სინოდის წევრები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი