ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი მომსახურების ნაწილი ფასიანი გახდა. 5 წლამდე ბავშვთა სხვადასხვა მომსახურებაზე თანხები 90 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. სამედიცინო დაწესებულება ამ ფასებს საყოველთაო ჯანდაცვის ცვლილებებს უკავშირებენ, ჩვენ ამ საკითხზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჩავწერეთ.