თბილისში, „ავერსის“ კლინიკიდან, სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ.
პატიმრები კლინიკაში, ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან კვლევებისთვის გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პატიმრები საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი და იმ დროს გაიქცნენ, როდესაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.