დღეიდან ბათუმი-ხულოს გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიზეზად ბათუმი-ახალციხის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.
ორი თვის განმავლობაში მოძრაობის აკრძალვა დილის 10-დან პირველ საათამდე, ასევე ორიდან ხუთ საათამდე იმოქმედებს და ავტომობილებს გადაადგილების უფლება შემოვლითი გზით ექნებათ.