ბათუმი-ხულოს გზაზე, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – სოფელ ხიჭაურიდან გომარდულის ასახვევამდე მონაკვეთში – ავტოტრანსპორტის მოძრაობა პირველი ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შეიზღუდება - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-60 კმ-ზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან ორი თვის განმავლობაში,
ყოველდღიურად 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე
შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა და ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ59-დან (სოფ. ხიჭაური) კმ65-მდე (სოფ. გომარდულის ასახვევი) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით.“ – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.