პრეზიდენტის ინტერვიუ

31 ოქტომბერი 2023, 11:15 580 ნახვა

თუ ევროკავშირი უარს ეტყვის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე,  ეს იქნება  რუსეთის დიდი გამარჯვება - ასე ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საქართველოში შესაძლო  რუსულ გავლენებზე  CBS NEWS-თან, გადაცემა ,,60 წუთში"  ისაუბრა.

ქვეყნის მთავარსარდლისთვის გამაღიზიანებელია  ის ფაქტი, როცა საქართველოში ცხოვრობს   ხალხი,  რომელიც მტრის ენაზე საუბრობს   და თან სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან.    

რაც შეეხება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუ   როგორ აისახება ეს ომი საქართველოზე    პრეზიდენტის აზრით,   უკვე რეალობაა, რომ რუსეთი ნიადაგს ტესტავს. 

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გარდა  პრეზიდენტმა უპასუხა წამყვანის შეკითხვებს, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციის  პროცესს   და ამ გზაზე    საქართველოს ხელისუფლების არჩეულ კურსს ეხებოდა. 

კონკრეტულად კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ პრეზიდენტი ამბობს, რომ საზოგადოებას აინტერესებს  ევროკავშირში გაწევრიანება  ამჟამინდელ  ხელისუფლებას ნამდვილად სურს, თუ ეს მხოლოდ სიტყვებია.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი