7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 306 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 3 457 არასრულწლოვანი, 2 136 ქალი და 480 ხანდაზმულია.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სიტუაციას, ისრაელის ინფორმაციით, დღეს ღაზაში 39 სატვირთო შევიდა. "იუნისეფი" კი აცხადებს, რომ ღაზაში მარაგების თვალსაზრისით სიტუაცია ყოველ წუთს უარესდება. გაერო კვლავ შეუზღუდავი ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობის მოწოდებით გამოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის სექტორში ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ასევე, საჭირო დახმარების მარაგის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებს ფუნქციონირება უჭირთ.