საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − პეტრ კუბერნატს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჩეხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.