საიას ანგარიში 

30 ოქტომბერი 2023, 14:01 524 ნახვა

საიამ 7-9 მარტის აქციების დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიში  წარადგინა, რომლის თანახმადაც  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტის აქციების დაშლის დროს დაარღვია მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა. მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა.

ანგარიშის თანახმად, 7-8 მარტს მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პარალელურად გამოვლინდა აქციის მონაწილეთა მასობრივი უკანონო დაკავებისა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მათ მიმართ ძალადობის ფაქტებიც. საიასთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 7-8 მარტს ადმინისტრაციული წესით 146 პირი დააკავეს.

ანგარიშს ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პარლამენტსა და სასამართლოს მიმართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი