გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში, მეხუთე კლასელ გოგონას მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს.
არსებული ინფორმაციით, ტექსტში დასახელებული იყო თანხა, რომელსაც, თუ წერილის ადგილას არ დატოვებდა, მის დას მოკლავდნენ.
ფაქტს ადასტურებენ რესურსცენტრშიც და სკოლაშიც. მათივე ცნობით, წერილში თანხას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოზარდს ოჯახის წევრის ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.