ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ ღაზის სექტორისა და ღაზის ქალაქის მოსახლეობას დროებით გადაადგილდნენ სამხრეთით. სამხრეთისკენ გადაადგილება მათი პირადი უსაფრთხოებისთვისაა" - განაცხადა ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ.
ისრაელის არმია აგრძელებს ღაზის სექტორში სამიზნეების განადგურებას და სახმელეთო ოპერაციებს სექტორის ჩრდილოეთით. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ჩაატარეს ქალაქ ჯენინში.
შეტაკების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამი პალესტინელის, მათ შორის ისლამური ჯიჰადის შტოს, ჯენინის ბრიგადის დამფუძნებლის ვიამ ჰანუნის ლიკვიდაცია განახორციელეს.