აქცია ინფექციურ საავადმყოფოში

20 მაისი 2016, 00:00 3188 ნახვა

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის კაბინეტში მჯდომარე აქციას მართავენ. მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, მას საავადმყოფოს თანამშრომელმა მიმართა და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამ განცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა პერსონალსა და მერაბ ღოღობერიძეს შორის. დირექტორის განცხადებით, თანამშრომელი სამუშაოს არაჯეროვნად ასრულებდა, რის გამოც შენიშვნა უშუალო ხელმძვანელისგან მიიღო და სამსახურიდან წასვლის შესახებ ჯერ განცხადება დაწერა, შემდეგ კი გადაიფიქრა. ამიტომ განცხადებას წასვლის შესახებ ხელმოწერა არ აქვს. შესაბამისად დირექტორს ის არ გაუთავისუფლებია და ამ დრომდე თანამშრომლად ითვლება. დღეს მას ხელფასიც ჩაერიცხა. სიტუაციის განსამუხტად ღოღობერიძემ საპატრულო პოლიციაც გამოიძახა.

ამავე კატეგორიაში