სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად - ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2023, 19:43 600 ნახვა

მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის მომავალსა და მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემასპინძლა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებისათვის, რათა ერთად გვესაუბრა სამხრეთ კავკასიის მომავალზე, იმ მასშტაბურ რეგიონულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება ყველა ჩვენგანის საერთო ინტერესებშია. გაერო-ს ტრიბუნიდან ჩემ მიერ გაჟღერებული სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად – ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი