სოფელ წაბლანაში მცხოვრები მოქალაქეები ხულოს პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის წინააღმდეგ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ აგვისტოში ავტოსაგზაო შემთხვევისას ადგილზე გამოცხადებულმა საპატრულო ეკიპაჟმა ჯარიმა პირადი ინტერესის სასარგებლოდ უსამართლოდ წაბლანის მკვიდრს გამოუწერა. როგორც შემთხვევის მონაწილე განმარტავს, ავტოსაგზაო შეჯახების დროს იგი დამნაშავე არ იყო, პოლიციამ კი სამართალდამრღვევად ცნო. შეკრებილები ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვენ. შსს-ში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.