ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია 

27 ოქტომბერი 2023, 10:40 614 ნახვა

ევროკავშირის ლიდერები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობამდე ჰუმანიტარული დახმარების მიღწევისთვის ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის მოწოდებით გამოდიან.

ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში 27-მა ლიდერმა შეშფოთება გამოხატა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო და განაცხადა, რომ საჭიროა მათ, ვისაც დახმარება სჭირდებათ უწყვეტი, სწრაფი, უსაფრთხო ჰუმანიტარული წვდომა ჰქონდეთ.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო უმკაცრესად გმობს „ჰამასის“ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი